ახალი ამბები
უცხოეთი
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პირობა დადო, რომ ევროპასთან მეტი ხიდის აშენებას შეუწყობს ხელს.
ამის შესახებ სი ძინპინმა ჩინეთში ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდერ დე კროს ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
„ტურბულენტური საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინებით, ჩინეთსა და ევროპას შორის მეტი „ხიდის“ აშენებაა საჭირო. ორივე მხარემ უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს და ერთობლივად შეუწყოს ხელი მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას მთელ მსოფლიოში,“ – ნათქვამია ჩინეთის ლიდერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დე კრო ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარეს.