ბაიდენი: აშშ არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას მას შემდეგ, რაც ტაივანის ამომრჩევლებმა მმართველ პარტიას მესამე საპრეზიდენტო ვადა მისცეს.


„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს (ტაივანის, რედ.) დამოუკიდებლობას...“ - განაცხადა ბაიდენმა Reuters-ის ცნობით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ლაი ჩინ-ტის გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები "მოწოდებულია, შეინარჩუნოს სრუტეების შორის მშვიდობა, სტაბილურობა და მხარი დაუჭიროს უთანხმოებათა მშვიდობიან გადაწყვეტას იძულებისა და ზეწოლისგან თავისუფლების პრინციპების დაცვის შესაბამისად.

მისი თქმით, აშშ მოუთმენლად ელის ლაისთან და ტაივანში ყველა მხარის ლიდერებთან მუშაობას, რათა განავითარონ მათი „გრძელვადიანი არაოფიციალური ურთიერთობა, რომელიც შეესაბამება აშშ-ის ერთი ჩინეთის პოლიტიკას.“

Reuters-ის თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია შიშობს, რომ არჩევნები, გარდამავალი პერიოდი პეკინთან კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს.

გაეცანით Europetime-ის სტატიას