ქუთაისში აქციაზე შეკრებილები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია მიმდინარეობს. „არა გიგანტურ ჰესებს“, „არა ნამახვანჰესს“, „დატოვოს კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობა“ - ეს აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია.

მათი განცხადებით, თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, 14 მარტს ისევ შეიკრიბებიან და აღარ დაიშლებიან.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

ქართველმა მწერლებმა რიონზე ჰესების მშენებლობის გამო მთავრობას წერილით გუშინ მიმართეს.

ამავე თემაზე: ნათია თურნავა ნამახვანჰესზე: ესაა 800 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.