ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. შარლ მიშელმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკავშირი მოლდოვის ყველაზე საიმედო პარტნიორია.
„პრეზიდენტს და მის ამბიციურ დღის წესრიგს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადე. ევროკავშირი მოლდოვის ყველაზე საიმედო პარტნიორია. ჩვენი მხარდაჭერა - რეფორმების პარალელურად. კორუფციასთან ბრძოლა და კანონის უზენაესობის განმტკიცება წინსვლის ერთადერთი გზაა“, - წერს შარლ მიშელი.
მოლდოვაში ვიზიტის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა.