ჩინურმა სტარტაპმა განაცხადა, რომ შეიმუშავა ახალი ბატარეა, რომელსაც სმარტფონების კვება 50 წლის განმავლობაში, დამუხტვის საჭიროების გარეშე შეუძლია. მას შემდეგი თაობის ბატარეა უწოდეს. პეკინში დაფუძნებულმა Betavolt-მა განმარტა, რომ მისი ბირთვული ბატარეა მსოფლიოში პირველია, როლის მოდულშიც მოთავსებულია 63 ბირთვული იზოტოპი.
კომპანიამ განმარტა, რომ პროექტი უკვე საპილოტე ტესტირების ეტაპზეა და საბოლოოდ, მისი მასობრივად წარმოება იგეგმება.