ჩინური სტარტაპი აცხადებს, რომ სმარტფონისთვის შეიმუშავა ახალი ბატარეა, რომელიც 50 წლის განმავლობაში დამუხტვას არ საჭიროებს

ჩინურმა სტარტაპმა განაცხადა, რომ შეიმუშავა ახალი ბატარეა, რომელსაც სმარტფონების კვება 50 წლის განმავლობაში, დამუხტვის საჭიროების გარეშე შეუძლია. მას შემდეგი თაობის ბატარეა უწოდეს. პეკინში დაფუძნებულმა Betavolt-მა განმარტა, რომ მისი ბირთვული ბატარეა მსოფლიოში პირველია, როლის მოდულშიც მოთავსებულია 63 ბირთვული იზოტოპი.

კომპანიამ განმარტა, რომ პროექტი უკვე საპილოტე ტესტირების ეტაპზეა და საბოლოოდ, მისი მასობრივად წარმოება იგეგმება.