შვეიცარია უზრუნველყოფს უკრაინისთვის არამხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას, არამედ, გრძელვადიან ფინანსურ, პოლიტიკურ დახმარებას და რუსულ სანქციებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკი, რომელიც შვეიცარიაში იმყოფება, ამბობს, რომ გრძელვადიანი დახმარების ახალი პროგრამა განიხილეს. მისივე ინფორმაციით, ხვალ დაიწყება ერთობლივი მუშაობა შვეიცარიის ლიდერების დონეზე გლობალური სამშვიდობო სამიტის მომზადებისთვის.
„ამ სამიტმა უნდა უზრუნველყოს იმპულსი იმისთვის, რასაც ჩვენ უკვე მივაღწიეთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომის შესახებ დასკვნა შეიძლება, მხოლოდ სამართლიანი იყოს და რომ საერთაშორისო სამართლის ძალის აღდგენა ნამდვილად უნდა იყოს ყოვლისმომცველი,“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი.