დავოსში სამუშაო დღე უკრაინის პრეზიდენტმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრით დაიწყო. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იენს სტოლტენბერთან შეხვედრაზე ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები განიხილა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გენერალურ მდივანს გააცნო რუსეთის მხრიდან მასობრივი ავიადარტყმების შედეგები და ხაზი გაუსვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობას.
საუბარი შეეხო უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას, ვაშინგტონის სამიტისთვის მზადებასა და პარტნიორებთან მუშაობას უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებზე, რომლებიც გასულ ზაფხულს, G7-ის ფარგლებში გაფორმდა და ძალაში იქნება უკრაინის NATO-ში გაწევრიანებამდე. ზელენსკიმ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის. დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს.
უკრაინის პრეზიდენტი დავოსში 15 იანვარს ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა შვეიცარიის პრეზიდენტთან, რომელმაც დაადასტურა, რომ შვეიცარია მზად არის, ორგანიზება გაუწიოს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხზე. დღეს, 16 იანვარს ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.