სტოლტენბერგი: ბრძოლის ველზე არსებული სერიოზული ვითარების მიუხედავად, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, ბრძოლის ველზე არსებული სერიოზული ვითარების მიუხედავად, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. სტოლტენბერგი ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შესახებ საუბრობს.


„შესანიშნავია, რომ დღე დავოსში პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრით დაიწყო. ბრძოლის ველზე არსებული სერიოზული ვითარების მიუხედავად, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს: უკრაინა ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, უკრაინელებმა უარყვეს რუსეთი და აირჩიეს დასავლეთი; უკრაინა უფრო ახლოს არის NATO-სთან, ვიდრე ოდესმე,“ - აღნიშნავს სტოლტენბერგი NATO-ს პრესსამსახურის ცნობით.