ლატვიის ხელმძღვანელობით, კოალიცია უკრაინას ათასობით დრონით მოამარაგებს

ლატვია ქმნის 20-მდე ქვეყნისგან შემდგარ კოალიციას, რომლებიც უკრაინის დრონების არსენალის გასაძლიერებლად რთად იმუშავებენ. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმვეროვმა 5 იანვარს განაცხადა, რომ რიგა უკრაინის სამხედროების მხარდასაჭერად კოალიციას უხელმძღვანელებს.

ეს განცხადება მან ლატვიელ კოლეგასთან ანდრის სპრუდსთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა.

ოფიციალური პირები კიევში დეკემბრის შუა რიცხვებში შეხვდნენ, რათა უკრაინის თავდაცვის სტრატეგიები განეხილათ. სპრუდსმა 16 იანვარს განაცხადა, რომ კოალიცია მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებას „ათასობით“ უპილოტო საფრენი აპარატით (UAV). „მთავარი მიზანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი უპილოტო თვითმფრინავი მიეწოდოს უკრაინას,“ - აღნიშნა სპრუდსმა.


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა 2024 წელს მილიონი დრონის წარმოებას გეგმავს. მას შემდეგ, რაც უკრაინა ომის მესამე წელში შედის, იარაღის დეფიციტისა და დასავლური დახმარების გაურკვევლობის ფონზე, რუსეთმა სამოქალაქო ობიექტებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმები და სარაკეტო დარტყმები გააძლიერა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.