გიორგი კეკელიძე „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ დირექტორისგან შემოთავაზება ეროვნული ბიბლიოთეკიდან წამოსვლისთანავე მიიღო.

„დღეს საბოლოო შეხვედრა გაიმართა „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ დირექტორთან, რომელთან ერთადაც შევთანხმდით იმ გეგმებზე, რომელიც გვექნება ამ კომპანიის გარე აქტივობების მიმართულებით. ეს გულისხმობს „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას“, რაც თავის მხრივ არის სოფლის ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგება; სხვადასხვა ტიპის თემატური ლექციების, სემინარების ჩატარება; ლიტერატურული პრემიების დაარსება და ძალიან ბევრი რამ, რომელსაც ეტაპობრივად გაგაგებინებთ,“ - განაცხადა კეკელიძემ.