დიდი ბრიტანეთის მთავრობის სამინისტროს ცნობით, გაერთიანებული სამეფო უკრაინული პროდუქციის ექსპორტ/იმპორტის ხელშესაწყობად, მათ შორის, კრიტიკული მნიშვნელობის საკვების უზრუნველსაყოფად, 25 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ორდღიანი პროგრამის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას, მილიარდერ ბილ გეითსს და სხვა პირებს შეხვდება. მხარეები მიმდინარე კონფლიქტების დაძლევის მიზნით, შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოფს, რომ მან არამარტო ომში მოიგოს, არამედ, ამ ომიდან გამოვიდეს როგორც ძლიერი, სუვერენული და თავისუფალი ქვეყანა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკი უკრაინას 12 იანვარს ეწვია და ქვეყნისთვის ახალი სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ეს ომის დაწყების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.