უკრაინაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს, პოლონეთის არმიამ თვითმფრინავი გაააქტიურა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა იტყობინება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლონეთმა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის ფონზე, თავისი თვითმფრინავები გაააქტიურა. მსგავსი ფაქტი ბოლოს 13 იანვარს დაფიქსირდა.
უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის ფონზე, პოლონეთმა F-16-ები და მოკავშირეთა საჰაერო ტანკერი 2 იანვარსაც აამოქმედა.
უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო შეტევას დღეს მსხვერპლი მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მასიური დაბომბვის დროს, ამოუცნობმა ობიექტმა NATO-ს წევრი პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს რუსული რაკეტა იყო. ინციდენტის საპასუხოდ, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა მოიწვია. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მაკეი კლიშის თქმით, რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.