NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან NATO-ს ქვეყნებისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ NATO რუსეთის ქმედებებს აკვირდება. მან აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო ქვედანაყოფების დიდი რაოდენობით განლაგების, თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდითა და სწავლებების დიდი რაოდენობით NATO ცდილობს, არ დაუშვას მიმდინარე ომის ესკალაცია.
„NATO-ს ნებისმიერ წევრის წინააღმდეგ პირდაპირ ან გარდაუვალ საფრთხეს ვერ ვხედავთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი, გავზარდეთ ჩვენი სიფხიზლე, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში წარმომადგენლობა, მაგრამ ამის მთელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ NATO-ს წევრზე თავდასხმა თავიდან ავიცილოთ,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.
Steadfast Defender 2024 NATO-ს ყველაზე დიდი სწავლება იქნება ათწლეულების განმავლობაში, რომლებშიც მონაწილეობას 90 ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს მზადყოფნა და ძალა, რათა არასწორი გათვლების ან გაუგებრობების ნებისმიერი შესაძლებლობა აღმოვფხვრათ, რომლებიც მოსკოვში არსებობს NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვისთვის ჩვენი მზადყოფნის შესახებ. ვიდრე ამას ვაკეთებთ, NATO-ს ტერიტორიაზე თავდასხმა არ იქნება,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.