შმიგალი პრორუსული განცხადებით გამორჩეულ სლოვაკ პრემიერთან მიღწეულ შეთანხმებებზე საუბრობს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა.

მან 4 მიღწევა გამოყო.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიღწეულია შემდეგი შეთანხმებები:

  • სლოვაკეთის მთავრობა არ დაბლოკავს უკრაინის შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენას სლოვაკური ბიზნესისგან.
  • თანამშრომლობა სლოვაკური კომპანიისგან ტექნიკის მიწოდებაზე, თავდაცვითი ხაზების მშენებლობისთვის.
  • სლოვაკეთი მხარს დაუჭერს უკრაინის მექანიზმის პროგრამას, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრმა ფიცომ კიევი უკრაინის ევროინტეგრაციის მისწრაფებების სრულ მხარდაჭერაში დაარწმუნა.


„უკრაინა და სლოვაკეთი გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ მადლობელნი ვართ სლოვაკი ხალხის, რომელიც ეხმარება უკრაინას და უკრაინელებს ამ რთულ დროს," - განაცხადა დენის შმიგალმა.


ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ცხოვრება "აბსოლუტურად ნორმალურია" და იქ ომი არ არი. ეს განცხადება მან უკრაინის პრემიერთან მის პირველ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე და კიევზე რუსული სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათში გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვას, რატომ აპირებს დენის შმიგალთან შეხვედრას უჟგოროდში და არა კიევში, რადგან ომის შედეგების დანახვას ის კიევში უკეთ შეძლებდა, ფიცომ უპასუხა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს. შეგახსენებთ, რომ ახალი მთავრობის პირობებში სლოვაკეთმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა.