უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინისა და სლოვაკეთის მთავრობებს „ახალი პრაგმატიზმის“ პოლიტიკის ჩამოყალიბება სურთ. ამის შესახებ შმიგალი X-ზე წერს.
„მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ ვაპირებთ სლოვაკეთის მთავრობასთან „ახალი პრაგმატიზმის“ პოლიტიკის შემუშავებას, რაც სარგებელს მოუტანს ორივე სახელმწიფოს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფისოსთან, ახალ თავს გახსნის ჩვენს ურთიერთობებში,“ - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ცხოვრება "აბსოლუტურად ნორმალურია" და იქ ომი არ არი. ეს განცხადება მან უკრაინის პრემიერთან მის პირველ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე და კიევზე რუსული სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათში გააკეთა.
ჟურნალისტის კითხვას, რატომ აპირებს დენის შმიგალთან შეხვედრას უჟგოროდში და არა კიევში, რადგან ომის შედეგების დანახვას ის კიევში უკეთ შეძლებდა, ფიცომ უპასუხა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს.