ახალი ამბები
უცხოეთი
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ცხოვრება "აბსოლუტურად ნორმალურია" და იქ ომი არ არი. ეს განცხადება მან უკრაინის პრემიერთან მის პირველ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე და კიევზე რუსული სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
რობერტ ფიცო ხვალ უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს უჟგოროდში შეხვდება.
ჟურნალისტის კითხას, რატომ აპირებს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან შეხვედრას უჟგოროდში და არა კიევში, რადგან ომის შედეგების დანახვას ის კიევში უკეთ შეძლებდა, ფიცომ უპასუხა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს.
„არსებობს კონფლიქტი, რომელიც ლოკალიზებულია. სერიოზულად ფიქრობთ, რომ კიევში ომია? თქვენ ალბათ ხუმრობთ, იმედია, არასერიოზულად ამბობთ. წადით იქ და გაიგებთ, რომ ქალაქში ნორმალური ცხოვრებაა, აბსოლუტურად ნორმალური ცხოვრება. რატომ უნდა წავიდე კიევში, როცა შემიძლია, პრემიერ-მინისტრს უჟგოროდში შევხვდე? მე ვერ ვხედავ განსხვავებას,“ – აღნიშნა ფიცომ, რომლის მთვრობამაც უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა. ის პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა.