ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე, თეთრ სახლში პირველი კომენტარი გაკეთდა

შეერთებულ შტატებს არ შეუძლია, დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში -  Il-76, რომელიც 24 იანვარს, ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა, უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ. კირბიმ ასევე დაამატა, რომ შეერთებული შტატები აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა მეტი სიცხადე და მეტი ინფორმაცია მიეღო რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ.


ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმის პოზიაში, რომ დავადასტუროთ ისინი,“- განაცხადა კირბიმ, როდესაც სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა რუსეთის განცხადებებზე, რომ უკრაინამ ჩამოაგდო სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ.


შეგახსენებთ, ბელგოროდში დღეს რუსული სამხედრო-სატრანსპორო თვითმფრინავი Il 76 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბორტზე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც რუს ტყვეებში გასაცვლელად მიჰყავდათ. მათივე ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაღუპულია.


ავიაკატასტროფის შემდეგ, RBC-Ukraine-ის წყაროები ამბობდნენ, რომ Il 76-ით რუსებს S-300-ის ტიპის რაკეტები გადაჰქონდათ, რომლითაც ოკუპანტები ხარკოვის რეგიონის დაბომბვას აპირებდნენ.