ზელენსკიმ სი ძინპინი მშვიდობის სამიტზე მიიწვია – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი შვეიცარიაში დაგეგმილ "მშვიდობის სამიტზე" მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა Reuters-თან განაცხადა.

„მშვიდობის სამიტი“, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წლისთავთან დაკავშირებით იმართება.

„ჩვენ ნამდვილად ვეპატიჟებით ჩინეთს, მონაწილეობა მიიღოს სამიტში. ჩინეთის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. ჩვენ ვმუშაობთ ჩინურ მხარესთან. ამ პროცესში ვრთავთ ჩვენ პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან, რათა დაარწმუნონ ჩინეთი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ სამიტში მონაწილეობა," – აცხადებს იჰორ ჟოვკვა.


პეკინსა და მოსკოვს შორის, ბოლო წლებში, ურთიერთობები გაღრმავდა. თუმცა პეკინი რუსეთ-უკრაინის ომის დაგმობისგან მუდმივად თავს იკავებს. პეკინის თავის მხრივ, ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.