შოლცი უკრაინის დახმარების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ბაიდენს ვაშინგტონში შეხვდება - Bloomberg

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თებერვლის პირველ ნახევარში ვაშინგტონს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებისთვის ეწვევა, რადგან ლიდერები უკრაინისთვის დასავლეთის დახმარების გაგრძელების უზრუნველყოფას ისახავენ მიზნად.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. წყაროს ცნობით, შოლცისა და ბაიდენის შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართება.


შეხვედრის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში სტოლტენბერგის ვიზიტი დღეს იწყება. ამის შესახებ NATO-ს პრესსამსახურმა ინფორმაცია 26 იანვარს გაავრცელა.

შეგახსენებთ, აშშ-ის დამატებითი დახმარება ამჟამად შეჩერებულია საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ დავის გამო.


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. მოელიან, რომ საკითხი კონგრეში მომდევნო კვირებში განიხილება.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.