ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6773 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6750 ლარი იყო.


რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8963 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9056 ლარს შეადგენდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ შევა ძალაში.