დერეფნის ორგანიზებაზე უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტრო, საერთაშორისო საგზაო გადამზიდავების ასოციაციასთან ერთად, ჩინეთის შესაბამის სამინისტროებთან და დეპარტამენტებთან თანამშრომლობით მუშაობდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ახალი სავაჭრო გზა უზბეკეთს აკავშირებს ცინდაოსთან, რომელიც ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და სწრაფი, ეკონომიური და უსაფრთხო ტვირთის გადაზიდვის საშუალებას იძლევა.
6500-კილომეტრიანი მარშრუტით მგზავრობის დრო, თითქმის სამჯერ - 20-დან 7 დღემდე შემცირდა.