საბერძნეთი ამერიკული Constellation-ის კლასის ფრეგატების ერთობლივი წარმოების შესახებ, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენდიასმა განაცხადა.
დენდიასმა ასევე ახსენა F-35-ის ტიპის გამანადგურებლები, რომლებსაც საბერძნეთის საჰაერო ძალები შეიძენენ და აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა დაჯდება ისინი.
მანამდე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო თანამშრომლობის ოფისმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა საბერძნეთისთვის 8,6 მილიარდი დოლარის ღირებულების F-35-ების მიყიდვა დაამტკიცა.