ნიგერიაში სკოლიდან გატაცებული ასობით გოგო გაათავისუფლეს

ნიგერიაში, შეიარაღებული დაჯგუფების მიერ სკოლიდან გატაცებული თითქმის 300 გოგო გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც შტატის გუბერნატორმა განაცხადა, მოსწავლეების ჯგუფი გაათავისუფლეს და გოგოები ახლა უსაფრთხოდ არიან.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 279 გოგონა გაათავისუფლეს და აღნიშნა, რომ გასულ კვირას, პოლიციის მიერ მოწოდებული ციფრი, რომ 317 გოგო გაიტაცეს, უკვე აღარ არის ზუსტი.

ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო Reuters- ს განუცხადა, რომ გოგოების ერთმა ჯგუფმა თვითონ მოახერხა გაქცევა და ამან გამოიწვია რიცხვებში შეუსაბამობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიგერიაში ასეთი ინციდენტი პირველი არაა. შეიარაღებული ბანდები ხშირად იტაცებენ სკოლის მოსწავლეებს გამოსასყიდისთვის.

გასულ კვირას, ნიგერიაში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სკოლიდან 300-ზე მეტი გოგო გაიტაცა.