სტოლტენბერგი ვაშინგტონში: უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშია.

„რუსეთის გამარჯვება წაახალისებს ირანს, ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს. ეს მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის და მნიშვნელოვანია ამერიკის უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა ემსახურება აშშ-ის ინტერესებს,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.


„ჩვენი მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში, რადგან ვიცით, რომ ამას ყურადღებით აკვირდებიან პეკინშიც. ჩვენ ასევე ვხედავთ, როგორ უჭერს მხარს ჩინეთი რუსეთის ეკონომიკას, მათ შორის, თავდაცვის წარმოებას, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იმეორებს ჩინეთი და ავრცელებს იმავე ნარატივს ომის შესახებ, როგორც რუსეთი. უნდა გვახსოვდეს, რომ სრულმასშტაბიან შემოჭრამდე სულ რაღაც დღით ადრე, ჩინეთმა და რუსეთმა პრეზიდენტმა სიმ და პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ პარტნიორობის შეთანხმებას, სადაც ერთმანეთს უსაზღვრო პარტნიორობას დაჰპირდნენ. ასე რომ, მე მესმის, რომ ბევრი მოკავშირე ასევე შეშფოთებულია ჩინეთით,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.