ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6827 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6773 ლარი იყო.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9080 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8963 ლარს შეადგენდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.