ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6818 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6827 ლარი იყო.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9044 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9080 ლარს შეადგენდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.