Reuters-ი თურქ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ანკარაში 12 თებერვალს ჩავა.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს პუტინის პირველი ვიზიტი იქნება NATO-ს წევრ ქვეყანაში.
თურქეთი ასევე არ არის ICC-ის რომის სტატუტის მხარე, ამიტომ, პუტინს თურქეთში გამგზავრება ორდერის საფუძველზე დაპატიმრების შიშის გარეშე შეუძლია.
თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ასევე პრინციპულად ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ანკარა ცდილობს, დაარწმუნოს რუსეთი, რომ დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გასული წლის ივლისში, ინიციატივა ცალმხრივად დატოვა.
ცნობისთვის, ერდოღანი 14 თებერვალს ეგვიპტეში გაემგზავრება მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები ათწლიანი დაძაბულობის შემდეგ განაახლეს.