კოსოვოს ხელისუფლებამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევროს გამოყენებას დაუშვებენ და გააუქმებენ მეზობელი სერბეთის დინარის გამოყენებას ჩრდილოეთში, სადაც ეთნიკური სერბული უმცირესობის უმრავლესობა ცხოვრობს.
როგორც AP წერს, გადაწყვეტილებამ დასავლეთის ძალებში შეშფოთება გამოიწვია, რომლებიც შიშობენ, რომ ეს გადაწყვეტილება კოსოვოს ურთიერთობებში სერბეთთან, მეტ დაძაბულობას გამოიწვევს. მათ მოუწოდეს პრიშტინას, რომ ეს ნაბიჯი გადადოს.
„ევრო, როგორც გადახდისა და შესყიდვის ერთადერთი საშუალება, რომელიც მკაფიოდ არის განსაზღვრული კოსოვოს რესპუბლიკაში, მოლაპარაკებს არ ექვემდებარება,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ.