სომხეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლში შეიჭრნენ

სომხეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლში შევიდნენ და პრემიერის რეზიდენნციაში მიტინგი გამართეს.

სომხური მედიის ინფორმაციით მთავრობის სახლში შეჭრილები აცხადბეენ რომ შენობის დიდხანს დაკავებას არ გეგმავენ და შენობაში შესვლა მხოლოდ პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა იყო.

მომიტინგეები „სომხეთი ნიკოლის გარეშე“ სკანდირებდნენ. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „სამშობლოს გადასარჩენად“, რომლეიც პრემიერის გადადგომას მოითხოვს.

სომხეთში დღეს ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. მომიტინგეებს მხარს უჭერენ შეირაღებული ძალები.

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციასთან შესახვედრად ემზადება, ის დღეს ტელეფონით ესაუბრა ერთ-ერთ ლიდერს ედმონდ მარუკიანს და ვადამდელ არჩევნებზე დიალოგი შესთავაზა. თუმცა მოვლენებს დაასწრო ოპოზიციის მეორე ნაწილმა და პრემიერ- მინისტრს უარი შეუთვალა.

სომხეთის პოლიტიკური ელიტა, მათ შორის, პრეზიდენტი სარქისიანი, ფაშინიანისგან დისტანცირებას ცდილობს და ჯერ ისევ არ აწერს ხელს გენშტაბის ხელმძღვანელის გადაყენებას.

სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 25 თებერვალს ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

ზურაბ ბატიაშვილი: რაც კავკასიაში ხდება, შეგვიძლია დავარქვათ რუსეთის კავკასიაში დაბრუნების გეგმა