სამთავრობო პროგრამის თანახმად, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა დეოკუპაციის მიმართულებით კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის, რაც გულისხმობს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების მიზნით, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის უზრუნველყოფას.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასევე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა; ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის უზრუნველყოფა და ამ პროცესში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდა.
„ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პარალელურად, საქართველოს უპირველეს მიზნადრჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა დაქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება. საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას. ამავდროულად, ქვეყანა განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში შედეგზეორიენტირებულ ჩართულობას, რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარე, უსაფრთხოებისა დაჰუმანიტარული გამოწვევების გადაჭრის მიზნით. ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობაპარტნიორების დღის წესრიგში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების საკითხისმაღალ დონეზე დასმისა და ქმედითი საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად,რაც აღნიშნულ ფორმატში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მაღალი დონისწარმომადგენლობის უზრუნველყოფასაც მოიცავს,“ - წერია დოკუმენტში.