უკრაინა ცხრა რუსული დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 14 დრონიდან 9 დრონი ჩამოაგდეს.

დრონების სამიზნეს დნეპროპეტროვსკის ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე 2 სარაკეტო და 86 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.