ბულგარეთმა უკრაინისთვის 100 ჯავშანტრანსპორტიორის გადაცემა დაიწყო

ბულგარეთმა უკრაინისთვის 100 ჯავშანტრანსპორტიორის გადაცემა დაიწყო, რომელთა მიწოდება გასული წლის ბოლოს გადაწყდა. ამის შესახებ ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ ტაგარეევმა Facebook-ზე დაწერა.


„ოპერაცია გრძელდება. თავდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჯავშანტექნიკის მიწოდების პროცესს," - წერს მინისტრი.

გასული წლის 21 ივლისს ბულგარეთის პარლამენტმა, უკრაინისთვის 100-მდე ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნას მხარი დაუჭირა.