აშშ-მ ნავალნის საქმეზე სანქცირებულთა სია გამოაქვეყნა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სანქცირებულთა სიაში 7 რუსი მაღალჩინოსანია. მათ შორის რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ალექსეი კრივორუჩკო და პაველ პოპოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანდრეი იარინი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი და რუსეთის გენერალური პროკურორი, იგორ კრასნოვი.

მათი აქტივები გაიყინება, ხოლო აშშ-ის მოქალაქეებს აეკრძალებათ მათთან საქმიანი ურთიერთობები.

აშშ-ის სანქციები დაუწესდათ ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 33-ე ცენტრალური სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, 27-ე სამეცნიერო ცენტს და რუსეთის ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან აუცილებლად მოჰყვება საპასუხო რეაგირება ვაშინგტონის მხრიდან ახალი სანქციების ამოქმედებას.

აშშ-მ და ევროკავშირმა ნავალნის საქმეზე რუს მაღალჩინოსნებს სანქციები გუშინ დაუწესეს.