საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი ცვლის სამხრეთ კავკასიის რეგიონს და სომხეთისთვის ეს სასარგებლოა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სამთავრობო საათის დროს უპასუხა შეკითხვას, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ეხებოდა. კერძოდ, არის თუ არა ეს ახალი ეტაპის დასაწყისი სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებში?
ფაშინიანმა გაიხსენა, რომ დოკუმენტი ასახავს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს, რაც ასახავს ორივე ქვეყნის ნებას.
„შეიცვალა როგორც სომხეთის ურთიერთობების ბუნება რეგიონის ქვეყნებთან, ასევე თავად რეგიონის მიმართ. ერთ-ერთი რეალობა ის არის, რომ გასულ წელს, საქართველომ ოფიციალურად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. გვინდა თუ არა, ეს ობიექტურად აისახება ჩვენს რეგიონზე. ოთხი მეზობელი ქვეყნიდან, ორი არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი. და თუ ადრე ვამბობდით - სად არის ევროკავშირი და სად ვართ ჩვენ, ახლა ყველაფერი იცვლება. ახლა ევროკავშირი რეალურად ჩვენი რეგიონია. ამ მხრივ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული დიალოგი საქართველოსთან, რომელთანაც ურთიერთობაში აუცილებელია არა რაღაც კონკრეტულ საკითხებზე ჩაჭიდება, არამედ, მათი გადაჭრის გზების ძიება,“ - განაცხადა ფაშინიანმა.