უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად ხელახალი არჩევა მიულოცა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობები გაგრძელდება.
„ვულოცავ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ხელახლა არჩევას და ვუსურვებ წარმატებებს და ნაყოფიერ მუშაობას აზერბაიჯანელი ხალხის საკეთილდღეოდ. ვაფასებ ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემას.
ჩვენ ვაფასებთ აზერბაიჯანის ჰუმანიტარულ და სხვა დახმარებას ამ ისტორიულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მე ვაფასებ ჩვენს კონსტრუქციულ და სანდო ურთიერთობას პრეზიდენტ ალიევთან, ისევე როგორც პრაქტიკულ თანამშრომლობას ჩვენს გუნდებს შორის,“ - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხმების 90%-ზე მეტი დააგროვა. ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა.