სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი საგარეო ჩარევას უნდა დაუპირისპირდნენ. სი ძინპინის თქმით, ჩინეთმა და რუსეთმა მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ. Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, სი ძინპინმა პუტინთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მათ თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და განვითარების ინტერესები უნდა დაიცვან.
სატელეფონო საუბრისას სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ თანამშრომლობის ახალი დინამიკა უნდა განავითარონ და სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობა შეინარჩუნონ.