ევროკომისიამ 50 მილიარდი ევროს დახმარების ფარგლებში, უკრაინისთვის პირველი ტრანშის გადაცემის შესახებ გამოაცხადა

ახალი 50 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერის პირველი ტრანში უკრაინას მარტის დასაწყისში გადაეცემა.

სამეზობლობ პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის თქმით, შემდგომი დახმარება კიევში რეფორმების პროგრესით არის განპირობებული.


მისი თქმით, უკრაინას დახმარება სჭირდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება შეერთებულ შტატებში.

ამ გზით ევროკავშირი დაუბრუნდება გზას და დაეხმარება უკრაინას, გაუმკლავდეს ფინანსურ სირთულეებს.


ვარჰეი ამბობს, რომ ევროკავშირის დაფინანსება მხოლოდ დახმარება არ არის. ევროკავშირის დაფინანსება ეფუძნება პირობებსა და შედეგებს.

„ასე რომ, არსებითად, ევროკავშირს ახლა სჭირდება სანდო გეგმა, რეფორმის გეგმა უკრაინისგან. ყველაფერი თითქმის მზადაა,“ აცხადებს ვარჰეი.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.


ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია. პირველ თებერვალს ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.

5 თებერვალს, ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას უკრაინის აღდგენისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად ახალი ინსტრუმენტის, უკრაინის მექანიზმის შექმნის შესახებ. დოკუმენტს ევროპარლამენტი 2024 წლის 26-29 თებერვალს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე დაამტკიცებს.უ კრაინა მარტში 4,5 მილიარდ ევროს პირველ ტრანშს მიიღებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სურს, მიიღოს 18 მილიარდი ევრო პროგრამის პირველი ორი წლის განმავლობაში.