თურქეთმა და ყირგიზეთმა ერთობლივ ეკონომიკური კომისიის (JEC) პროტოკოლს და მასთან დაკავშირებულ 62-მუხლიან სამოქმედო გეგმას მოაწერე ხელი.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეტ ილმაზი და ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე აკილბეკ კაპაროვი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეხვდნენ.
თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, სამოქმედო გეგმა სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანას ისახავს მიზნად. სამოქმედო გეგმის გარდა, ხელი მოეწერა პროტოკოლს, რომელიც თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის 1992 წლის საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შეთანხმებას ცვლის.