ფაშინიანი: NATO-ში გაწევრიანება ჩვენს დღის წესრიგში არ არის

რუსეთმა CSTO-ით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? ისწრაფვის თუ არა სომხეთი NATO-ს მომავალი წევრობისკენ. ამ შეკითხვას უპასუხა სომხეთის პრემიერმა ბრიტანულ Telegraph-თან ინტერვიუში.


ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი აღნიშნულ საკითხს არ განიხილავს.

„ჩვენ არ გვითქვამს, რომ უარვყოფთ და ვწყვეტთ რუსეთთან თანამშრომლობას ზოგადად და კონკრეტულად უსაფრთხოების სექტორში. რაც ჩვენ ვთქვით არის ის, რომ ვაპირებთ ჩვენი ურთიერთობების დივერსიფიკაციას უსაფრთხოების სექტორში. და რას ნიშნავს ეს? ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ ვაპირებთ რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების გაწყვეტას? არა, ეს ამას  არ ნიშნავს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენ ვემზადებით და მზად ვართ, განვიხილოთ და ვმუშაობთ ურთიერთობების დამყარებაზე, მაგალითად, ევროკავშირთან, რაც უკვე რეალობაა და დიდი, საფრანგეთთან, რომელიც უკვე რეალობაა დიდწილად, შეერთებულ შტატებთან, რომელიც უკვე დიდწილად რეალობაა, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, რომელიც უკვე დიდწილად რეალობაა, ინდოეთთან, რომელიც უკვე დიდწილად რეალობაა და - ბევრ სხვა ქვეყანასთან. ჩვენი უსაფრთხოების ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან, ინდოეთთან ან ევროკავშირთან, ბუნებრივია, არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ეს უბრალოდ იმ რეალობის შედეგია, რომ უსაფრთხოების ურთიერთობები, რომლებიც წარსულში გვქონდა, არ პასუხობს ჩვენს უსაფრთხოების საჭიროებებს.


რაც შეეხება NATO-ს, ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგის საკითხი. NATO-ში გაწევრიანებაზე არც გვქონია განხილვა და არც განვიხილავთ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს პარტნიორული ურთიერთობები NATO-სთან და ახალი არაფერია. ადრე გვქონდა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, ახლა ეს პროგრამა რეფორმატირდება გარკვეულ პარტნიორულ ფორმატში, რომელიც არ გულისხმობს წევრობას. იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ დღეს მაინც დე იურე ვართ CSTO-ს წევრი და არ ვარ დარწმუნებული, არის თუ არა ამ თემაზე მსჯელობა ზოგადად, უფრო სწორედ სომხეთში. თუ რამდენად შეესაბამება ალიანსზე დაფუძნებული სტრატეგია სომხეთის ინტერესებს, ზოგადად, გრძელვადიან პერსპექტივაში,“ აღნიშნა ფაშინიანმა.