რას ცვლის რეგიონისთვის სომხეთის დაახლოება NATO-სთან

რას ცვლის რეგიონისთვის სომხეთის დაახლოება NATO-სთან, რა სიგნალია ეს რუსეთისთვის, რა მიზანი დაისახა სომხეთმა, ამ თემებზე Europetime-ს საკუთარ მოსაზრებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი უზიარებს.


ამერიკელი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სომხეთის გაუმჯობესებული კავშირები დასავლეთთან, დაეხმარება დასავლეთს, რომ აზერბაიჯანზე მეტი ზეწოლა მოახდინოს.

„ერევანს სურს უფრო მჭიდრო კავშირები დასავლეთთან საიმისოდ, რომ მას მთლიანად რუსეთის ან შესაძლოა, ირანის თავდაცვაზე დამოკიდებულება არ მოუწიოს. თუ სომხეთი უფრო ახლოს იქნება დასავლეთთან, დასავლეთი თავის მხრივ, აზერბაიჯანის შებოჭვაზე იმუშავებს,“ამბობს პოლ გობლი Europetime-თან..

რას ნიშნავს სომხეთის მისწრაფება საქართველოსთვის, რომელიც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველომ და სომხეთმა 26 იანვარს სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს.

  • „ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსაც უფრო დიდი ინტერესი ექნება დასავლეთთან მოკავშირეობის,“ - უპასუხა ამერიკელმა ანალიტიკოსმა Europetime-ის შეკითხვას.

ინფორმაციისთვის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს.

შეგახსენებთ, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, სომხეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლოვდება.


„ძალიან გამამხნევებელია სომხეთის გადაწყვეტილება, რომელიც საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში მიიღეს, ცვლილება, რომლის მიღებაც გადაწყვიტეს. ვიცი, ეს არის გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც რთულია და ალბათ, დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახალისებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ დაგვიახლოვდნენ და სომხეთ სწორედ ამას აკეთებს," – განაცხადა კოლომინამ სომხურ მედიასთან ინტერვიუში.


გარდა ამისა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია, ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან განახორციელეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

შეგახსენებთ, გასული წლის 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.