ორბანი: უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში მიღების შანსი ხელიდან 2008 წელს გაუშვეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანს შეფასებით, მიიჩნევს, უკრაინა არ უნდა გააწევრიანონ ევროკავშირში ან ნატოში და უმჯობესია "ბუფერულ ზონად" დარჩეს რუსეთსა და დანარჩენ ევროპას შორის, უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიების უზრუნველსაყოფით. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ იტყობინება.

ორბანმა ეს განცხადება ავსტრიის ყოფილ კანცლერთან ვოლფგანგ შუსელთან საუბრისას, მედიაპროექტის European Voices-ის ფარგლებში განაცხადა.


მას მიაჩნია, რომ უკრაინა რუსეთსა და დასავლეთს შორის „ბუფერულ ზონად“ უნდა იქცეს, რადგან მოსკოვი არასოდეს შეეგუება ევროკავშირსა და NATO-ში მის წევრობას.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ 2008 წელს მართლაც იყო შესაძლებელი უკრაინისა და საქართველოს მიღება ევროკავშირსა და ალიანსში, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს და ამასთან „უკრაინის პერსპექტივები გაწევრიანებულიყო ევროკავშირსა და NATO-ში.“

„მოგწონთ თუ არა ეს, მოსწონთ თუ არა ეს უკრაინელებს, უკრაინა რუკაზე იქაა სადაც არის. საუკეთესო პერსპექტივაა, რომ ის ბუფერული ზონა იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორისს, რა თქმა უნდა უსაფრთხოების გარანტიებით. თუ ეს არ დაეხმარება, უკრაინა დაკარგავს ტერიტორიებს. რუსეთი ისევ, ისევ და ისევ დაანგრევს უკრაინას. რუსეთი არასოდეს შეეგუება ევროკავშირისა და ნატოს უკრაინისნაირი წევრის გამოჩენას მის საზღვრებთან, არასდროს,“ - განაცხადა ორბანმა.


მისი თქმით, NATO-ს შემადგენლობაში უკვე შედიან დასავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსებზე ბევრად ძლიერები არიან. ამიტომ, ვიქტორ ორბანს მიაჩნია, რომ კრემლი ვერ გაბედავს ალიანსის რომელიმე წევრზე თავდასხმას. თუმცა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე მუდმივ თავდასხმას და მისი ახალი ნაწილების მითვისებას, თუ კიევი ვერ შეასრულებს ბუფერის როლს. ორბანის თქმით, მოსკოვი არ მოითმენს მის ზღურბლთან ისეთი სახელმწიფოს არსებობას, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრია.


როგორც უნგრეთის პრემიერი ამბობს, ევროპა არ არის იმ მდგომარეობაში, უკრაინას საკმარისი იარაღი მიაწოდოს, ამიტომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ უკრაინას, როგორც ბუფერულ სახელმწიფოს, უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები უნდა მიეცეს.