Rheinmetall გაზრდის საბრძოლო მასალის წარმოებას, მათ შორის, უკრაინისთვის

Rheinmetall საბრძოლო მასალის ახალი ქარხნის მშენებლობას იწყებს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლციმა, დანიის პრემიერ მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და ბევრმა სხვა პოლიტიკოსმა, საქსონიაში, ახალი ქარხნისთვის საძირკველის ჩაყრაში მონაწილეობა მიიღეს.

თავის გამოსვლაში შოლცმა ამ დღეს უწოდა „განსაკუთრებული დღე მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის.“


„შთამბეჭდავია პროექტის მასშტაბები და მისი განხორციელების სიჩქარე,“ განაცხადა კანცლერმა.

შოლცმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებლობის მნიშვნელობას იარაღის წარმოების საკითხში.


ახალი ქარხნის დახმარებით გერმანიას შეუძლია, უზრუნველყოს საბრძოლო მასალის გრძელვადიანი მიწოდება საკუთარი და ევროპაში პარტნიორების საჭიროებებისთვის.

ქარხნის საწარმოო სიმძლავრე, რომელმაც მუშაობა მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს, წელიწადში 200 000 საარტილერიო ტყვია (100 000 პირველ წელს) იქნება. სამომავლოდ ქარხანა ყოველწლიურად გამოიმუშავებს 1900 ტონამდე ჰექსანის ასაფეთქებელ ნივთიერებას და საჭიროების შემთხვევაში საბრძოლო მასალის წარმოებისთვის სხვა კომპონენტებს. გარდა ამისა, ქარხანა აწარმოებს სარაკეტო ძრავებს და საბოლოოდ, ქარხანა „პუმას“ ტანკებსაც გამოუშვებს. საწარმოში ინვესტიციები, კომპანიის ინფორმაციით, დაახლოებით 300 მილიონ ევროს მიაღწევს და 500-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.


ამ გზით იქმნება საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების კიდევ ერთი ევროპული ცენტრი, რაც მნიშვნელოვანი წვლილი იქნება გერმანიისა და მისი NATO-ს პარტნიორების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. გარდა ამისა, გერმანიას შეეძლება, გაზარდოს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება.