2024 წლის იანვარში აზერბაიჯანიდან ევროპაში 1,1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია (+0,1 მილიარდი კუბური მეტრი, ანუ 10%) ექსპორტირებული.
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, საანგარიშო პერიოდში გაზის ექსპორტმა აზერბაიჯანიდან 2,3 მილიარდი კუბური მეტრი (+4,5%) შეადგინა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა თურქეთს მიჰყიდა 0,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, საქართველოს კი, 0,4 მილიარდი კუბური მეტრი.
თურქეთში გაზის ექსპორტი გაიზარდა 0,1 მლრდ კუბური მეტრით, 11,1%-ით, ხოლო საქართველოში ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობა 0,1 მლრდ კუბური მეტრით, 33,3%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში, ტრანსანატოლიის გაზსადენით (TANAP) თურქეთში ტრანსპორტირებულია დაახლოებით 0,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი (-0,1 მილიარდი კუბური მეტრი, 20%).