იტალია ოდესის ისტორიული ცენტრის აღსადგენად, 45 მილიონი ევროს ღირებულების, სამწლიან გეგმას შეიმუშავებს

იტალიამ შეიმუშავა ოდესის ისტორიული ცენტრის აღდგენის სამწლიანი გეგმა, რომლის საერთო ღირებულება 45 მილიონი ევროა, განაცხადა უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ. გეგმა სამი ნაწილისგან შედგება: ფერისცვალების ტაძრის აღდგენა, იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი 52 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა და ციფრული რეგისტრაცია. ქალაქის გენერალური გეგმა, რომელიც შეიცავს რეკომენდაციებს ოდესის განვითარებისა და აღდგენის პროცესში სხვა ფონდებისა და პარტნიორი ქვეყნების ჩართვის შესახებ.


სამინისტროს ინფორმაციით, გეგმა სამწლიანია და მისი ჯამური ღირებულება 45 მილიონი ევრო იქნება.

ფერისცვალების ტაძრისთვის პირველი ნაბიჯი არის სახურავის აღდგენა, ასევე სარაკეტო დარტყმის შემდეგ დარჩენილი კრატერის დახურვა. ამ სამუშაოს შესრულებას 2024 წლის ზამთრის დასაწყისში ვგეგმავთ. ნახევარი მილიონი ევრო უკვე გამოყოფილია. მთლიანობაში ვგეგმავთ 2 მილიონი ევროს გამოყოფას ეკლესიის რესტავრაციისთვის,“ - განაცხადეს უწყებაში.