NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ NATO ახორციელებს თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმას, რომელზედაც ლიდერები ვილნიუსში შეთანხმდნენ, რათა დააჩქაროს ერთობლივი შესყიდვები, გაზარდოს წარმოების შესაძლებლობები და თავსებადობა. მისი შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, აბსოლუტურად აუცილებელია, როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რომ გაზარდონ თავდაცვის წარმოება და გამოაცოცხლონ თავდაცვის ინდუსტრია.
მირჩა ჯოანამ განმარტა, რომ გასული წლის ივლისიდან NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტომ, დაახლოებით, 10 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა, მათ შორის Patriot-ის რაკეტებსა და 155 მილიმეტრიან საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით.
„მოკავშირეებს ძალების ერთიანი ნაკრები ჰყავთ. ასე რომ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დამატებითი მიდგომა თავდაცვის ინდუსტრიულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც პატივს სცემს NATO-ს კომპეტენციებს, მაგალითად, სტანდარტების დაწესების სფეროში და არ ქმნის ბარიერებს მოკავშირეებს შორის,“ - აღნიშნა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.