უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“ ჩაძირეს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმირებულ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, რუსულ გემზე დრონებით დარტყმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოპერაცია იყო.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს რუსულ სადესანტო გემზე შეტევის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.