თურქეთი რუსული S-400-ების ახალი ჯგუფის შეძენის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას news.am-ი ავრცელებს.
თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის თავმჯდომარემ ისმაილ დემირმა ოთხშაბათს დაადასტურა, რომ, მიუხედავად შეერთებული შტატების მხრიდან განხორციელებული ზეწოლისა, ანკარა აგრძელებს რუსეთის S-400 რაკეტის მეორე ჯგუფის შეძენის შესაძლებლობის განხილვას.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა თურქეთს მოუწოდა, არ შეინარჩუნოს რუსული S-400-ის სარაკეტო სისტემა.