NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მოსალოდნელია, რომ 18 ქვეყანა დააკმაყოფილებს 2%-იან მიზანს. თავდაცვის მინისტრები ხუთშაბათს (2024 წლის 15 თებერვალს) ბრიუსელში შეხვდებიან, რათა ვაშინგტონის სამიტისთვის მოემზადონ.
შეხვედრის წინ გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა თავდაცვის ხარჯების ისტორიულ პროგრესს.
„გასულ წელს ჩვენ დავინახეთ უპრეცედენტო ზრდა 11%-ით ევროპელ მოკავშირეებსა და კანადაში. წელს ველით 18 მოკავშირეს - რეკორდულ რაოდენობას, რომელიც თავდაცვისთვის მშპ-ს 2%-ს დახარჯავს,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის ევროპული ქვეყნები წელს თავდაცვაში 380 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ.