მოსკოვის ტვერის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ალექსეი კრივორუჩკომ 3 მარტს არ დააკმაყოფილა "რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების" სააპელაციო სარჩელი, "უცხოური აგენტის" სტატუსთან დაკავშირებული ჯარიმების შესახებ. ინფორმაციას Svoboda.org-ი ავრცელებს.
რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს 10 თებერვლის განაჩენს, რომლითაც სასამართლომ დაადასტურა კორპორაციისთვის „როსკომნადზორის“ მიერ დაკისრებული ჯარიმები.
„როსკომნადზორმა“ კომპანიას ჯარიმები იმის გამო დაუწესა, რომ, მედიის მარეგულირებლის თანახმად, მედიაკორპორაცია არღვევდა „უცხოეთის აგენტების“ თაობაზე კანონს და თავის მასალებს არ უკეთებდა შესაბამის მარკირებას.
”რადიო თავისუფლება კატეგორიულად არ ეთანხმება ამ ჯარიმების დაწესების გადაწყვეტილებებს. ჩვენ ასევე არ ვეთანხმებით სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, ჩენი საჩივრის უარყოფის თაობაზე . "როსკომნადზორის" ახალი ბრძანება არის სახელმწიფოს მხრიდან მედიის თავისუფლებაზე შეტევა, რუსეთის კონსტიტუციისა და მასმედიის შესახებ კანონის დარღვევა", - თქვა ჯეიმი ფლიმ, რადიო კორპორაციის პრეზიდენტმა.
ფლაის თქმით, კორპორაცია უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებში გაასაჩივრებს სასამართლოს დღევანდელ განაჩენს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომელიც, საშუალებას იძლევა, ინდივიდებს და საჯარო უწყებებს ეწოდოს უცხოეთის აგენტები, თუკი ჩაითვლება, რომ მათი პოლიტიკური მოქმედება "უცხო ქვეყნის ინტერესებს" შეესაბამება.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი რუსეთისგან მოითხოვს, გააუქმოს კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ